Thursday, March 9, 2017

ტრენინგის მე 9 დღე

ბოლო ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო.ტრენინგი დავიწყეთ პორტფოლიოს შექმნით. ტრენინგის განმავლობაში შევქმენით სხვადასხვა დოკუმენტაცია და მოვათავსეთ საქაღალდეში. შევქმებით მოსწავლის ბლოგი. გავეცანით შეფასების რუბრიკა. ვიმუშავეთ  ფასილიტაციის  ნიმუშის შექმნაზე. ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება.ტრენინგის ბოლოს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმები. ძალიან საინტერესო იყო სოფელ ბერშუეთის ქიმიის მასწავლებლის ქალბატონ ეთერ იაშვილის პროექტი ატომიდან-ატომამდე.აგრეთვე ძალიან საინტერესო იყო გეგრაფიის მასწავლებლის თინიკო ფსუტურის პროექტი ქართველები' დაბერებული ერია. სადაც  კარგად არის  წარმოდგენილი საქართველოში დემოგრაფიული კრიზისი.
ეს ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი.
ვეცდები ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში.
მადლობა ქალბატონ ქეთის.

1 comment:

  1. მე ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი. ის ძალიან სახალისოსა და საინტერესოს ხდის მუსიკის გაკვეთილებს, უმდიდრებს ცოდნას საკრავი ინსტრუმენტების შესახებ.უზრდის მოტივაციას.

    ReplyDelete